1.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს არსებითად განიხილავს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
2.საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს არსებითად განიხილავს კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
