სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.
3.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.
4.აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1237 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
These lawyers work in the legal area related to this article.