1.სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" _ "არა".
2.ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.
3.შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369
