1.რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ: ა) ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია; ბ) საოლქო სარეფერენდუმო კომისიები; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიები.
2.ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
3.სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369
