1.საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. 1 1 . ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.
2.რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება: ა) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში; ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას; გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.
