Article 11. წიაღით მოსარგებლე
Consolidation №22 Verified against the current consolidation · 12 Jun 2025
1. წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
2. წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წიაღის შესახებ
