Article 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები
1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები; ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით; გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება; დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა; ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად; ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება; ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები; თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები; ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა; კ) დაამუშაონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადო, ნავთობისა და გაზის საბადო, ბუნებრივი წყალბადის საბადო, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადო მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.
2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ). საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. მუხლი 43 . ( ამოღებულ ია ) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
