1.სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად; ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას; გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს; დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს; ე) მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების უფლებას; ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებსა და მოვალეობებს; ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს; თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს; კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას; ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს; ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას; ო) ტრანსპორტირების პირობებს; პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს; ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას; რ) სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას; ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს; ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს; უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს; ფ) ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის მექანიზმს; ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს; ღ) დაზღვევის პირობებს; ყ) შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს; შ) დავათა განხილვის წესს; ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს; ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს; ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს; წ) მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას. 1 1 . ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 1 2 . ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს.
Article 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები
The story of this article· 4
The amendments this article has been through
Investor obligations within agreements now specifically include a commitment to pay the regulatory fee.
amending act №1349156The first paragraph is expanded to include details on cost recovery, production sharing, ownership of extracted resources, legal status of operating companies, and bonus provisions. Material for contract review/drafting services.
amending act №23116
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.


