Closest in meaning — including in other laws
რეგულირების საფასურის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით.
2.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა; გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა.
3.ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4.ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
5.ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა, ბუნებრივი წყალბადისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2393 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №560 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №676 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა; [ გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]ივლისისა. 3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1673 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2393 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
—
—
—
—
The change delegates the rule-setting authority for calculating regulatory fees for various natural resources (excluding oil, gas and minerals) to different governmental bodies: The National Agency of Environment, The National Agency of Minerals, and the Oil and Gas State Agency.
—
Article 5^1 details the amounts, structure, and payment rules for regulatory fees related to natural resource use, oil refining, gas processing, and/or transportation, specifying quarterly payments based on volume or quotas.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი