1.გარანტირებულია კერძო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
2.კერძო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით და მას შეუძლია სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.
3.კერძო და საჯარო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
