საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას. იგი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად: ა) სამინისტროების საპარლამენტო მდივნებს აძლევს რეკომენდაციებს კანონპროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე განხილვაში; გ) იღებს ინფორმაციას სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობის შესახებ.
Article 7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
