საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი: ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა საქმიანობას; წინადადება შეაქვს პარლამენტში საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს და კომიტეტის შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ; ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა დებულებებს (წესდებებს), მათი ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნებისათვის გამოყოფილ თანხების ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 20. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
