1.საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტია დადგენილება. საქართველოს მთავრობის დადგენილების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2.საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3.საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
