Article 14
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებია: ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელთა იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
