საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მნიშვნელოვანი ნორმატიული გადაწყვეტილებანი გამოიცემა დადგენილების სახით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები გამოქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებულში, ხოლო თუ აუცილებელია მათი ფართო და დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ისინი გამოქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილებანი ოპერატიულ ან სხვა მიმდინარე საკითხებზე გამოიცემა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულების სახით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი ძალაში შედის მათი მიღების მომენტიდან, თუ ამ აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 30. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
