1.თითოეულ ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის სათაური; გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც); დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული); ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2.
