Article 38
1. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს .
2. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან შვიდი დღის ვადაში.
3. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი , საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება და საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან ( მიღებიდან ) 7 დღის ვადაში , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი – ხელმოწერიდან ( მიღებიდან ) მე -2 დღეს , ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში . საქართველოს ნორმატიული აქტები ( გარდა საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს პარლამენტის , საქართველოს მთავრობის , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა ) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის ) ორგანოთა ( თანამდებობის პირთა ) ნორმატიული აქტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე . 4 1 . საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არ გააჩნიათ იურიდიული ძალა საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებამდე.
