Article 20^3. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა
1. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს: ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, ინსპექტირებას და უწყვეტ მონიტორინგს; ბ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარებას; გ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობას, უსაფრთხოების/ხარისხის მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას და სხვა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე შემუშავებული წესების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
