Article 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება
1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს: ა) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის, სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, სააეროდრომო საინფორმაციო-ავტომატურ მომსახურებას); ბ) საავარიო მომსახურებას; გ) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას; დ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას, სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას).
2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
