Article 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა
1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად.
2. სადემონსტრაციო ფრენა ( ავიაშოუ ) არის ფრენა , რომელიც სრულდება მაყურებელთა ( აუდიტორიის ) წინაშე და გამიზნულია საჰაერო ხომალდის მახასიათებლების , შესაძლებლობების ან / და საფრენოსნო ოსტატობის ან სანახაობის საჩვენებლად .
3. დაუშვებელია სადემონსტრაციო ფრენის სააგენტოს თანხმობის გარეშე შესრულება. აღნიშნული თანხმობა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინასწარ თანხმობას იძლევა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით, სადემონსტრაციო ფრენის შესრულების მსურველის მიმართვის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამის მუნიციპალიტეტს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2522 – ვებგვერდი, 27.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6996 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
