Article 7^1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოყენებული საზომი ერთეულები
Consolidation №35 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოიყენება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-5 დანართით გათვალისწინებული საზომი ერთეულები. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის საზომი ერთეულების გამოყენების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. თავი II. საავიაციო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულირება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საჰაერო კოდექსი
