1.სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოა გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი, რომელიც ხორციელდება ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნას, რაც გულისხმობს პარამეტრების დადგენას კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ კოორდინატთა/ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა და ორიენტირების განსაზღვრის მიზნით; ბ) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სხვა სამიმოსვლო ბილიკის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებით (მანძილმზომი და სხვა) გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრას; დ) საავიაციო დაბრკოლების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას და სხვა.
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
