სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 1. კანონის რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ეს კანონი გამოიყენება საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილი/მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ან ინციდენტის შემთხვევაში, თუ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თავდაცვის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
