1.საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია: ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში; ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში; გ) უცხო ქვეყნიდან ბირთვული და სახიფათო ნარჩენების აღდგენისა და განთავსების მიზნით შემოტანაში; დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში; ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში; ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ; თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში) .
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
