Article 32. გარემოზე დატვირთვის ნორმები
1. ბუნებრივი ეკოსისტემებით, ლანდშაფტებით და სხვა ტერიტორიებით სარგებლობისას და ათვისებისას დგინდება მათი დატვირთვის ზღვრულად დასაშვები ნორმები (გარემოზე დატვირთვის ნორმები).
2. გარემოზე დატვირთვის ნორმები მოიცავენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტებს, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით დგინდება სახელმწიფო დონეზე. ბუნებრივი რესურსების ცალკეული სახეობებით სარგებლობის კვოტები დგინდება რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე.
3. გარემოზე დატვირთვის ნორმებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
