გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
For information only — not legal advice.
გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 46. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.
2. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ დგინდება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.
3. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
4. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამავე მუხლის მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი თა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, არის: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მოთხოვნა; ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. 5 1 . სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ განახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 5 2 . საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს იმ საქმიანობებზე შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლებზედაც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებს ამავე კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას.
6. სკრინინგის გადაწყვეტილება, სკოპინგის გადაწყვეტილება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება.
8. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი არ უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების სააგენტოს მიერ ან მესამე პირის მეშვეობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.
9. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით შესრულება შეუძლებელია, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესი. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 47. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პასუხისმგებლობა მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე სარეკრეაციო დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის გამოყენებული წყალსატევებისა, რომელთა განხორციელებაც 2022 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, თუ აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად არ მიუმართავთ, საჭიროებს სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს 2024 წლის 1 იანვრამდე მიმართოს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართოს და წარუდგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ საიდუმლოებას ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს.
6. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.
7. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.
8. სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.
10. სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.
12. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სააგენტო.
13. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა სააგენტო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
14. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართავს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში შესრულება.
15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
16. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
17. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.
18. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის. 19. საქმიანობის განმახორციელებლისთვის გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან ამ მუხლის მე-18 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
20. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
Closest in meaning — including in other laws
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი