Article 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში
1. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს.
2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
გარემოს დაცვის შესახებ
