1.ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს : ა ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას ; ბ ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის ( კონსერვაციის ) და მომრავლების წესების დადგენას ; გ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ; დ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო გზების , წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას .
2.ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო : ა ) ქმნის ნაკრძალებს , ეროვნულ პარკებს , აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს ; ბ ) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის ) შექმნასა და ფუნქციონირებას ; გ ) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან ; დ ) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო , საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას , რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს ; ე ) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას , მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის ; ვ ) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების , სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის ; ზ ) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას , რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა ; თ ) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს ; ი ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას .
3.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება .
4.განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე .
5.განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებით „ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ ” , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120
