1.საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას.
