1.საქართველოს მოქალაქეებს პირადი ( ინდივიდუალური ) მოხმარებისა და ესთეტიკური , რეკრეაციული , გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით .
2.საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე ( გარდა ამ კანონის 21- ე მუხლის მე -6 პუნქტსა და 30- ე მუხლის მე -3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა ) . ასეთებია : ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო , კულტურულ - საგანმანათლებლო , აღმზრდელობითი , რეკრეაციული , ესთეტიკური , სამოყვარულო კოლექციების შექმნის , აღდგენითი და ვეტერინარული მიზნებისათვის .
3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობისას აკრძალულია გარეულ ცხოველთა განადგურება , მათი საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების ( სოროები , სახლები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები , და სხვა ) დანგრევა , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს დარღვევა და გამრავლების პირობების გაუარესება .
4.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას .
