1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.
2.სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.
