1.ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების , რაოდენობის , სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის , სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად .
2.სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება : ა ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ; ბ ) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები ; გ ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში , კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები ; დ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები ; ე ) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის ( რეგიონის ) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები .
3.ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი , რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში , მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120
