1.საქართველოს ცხოველთა სამყარო სახელმწიფო საკუთრებაა ( გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა ) . აკრძალულია ყოველგვარი ქმედება , რომელიც პირდაპირი ან ფარული ფორმით ხელყოფს ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას .
2.ცხოველთა სამყაროს ობიექტი შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის , კანონმდებლობით დადგენილი ვადით და ოდენობით .
3.ცხოველთა სამყაროს ობიექტი , რომელიც ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან , გამრავლებულია ნახევრად თავისუფალ პირობებში ან ტყვეობაში , ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით , შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი .
4.განსაკუთრებული გარემოსდაცვითი , სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების მქონე გარეული ცხოველი , აგრეთვე გარეული ცხოველი , რომელიც შეტანილია საქართველოს „ წითელ ნუსხაში “ ( გარდა იმ შემთხვევისა , თუ იგი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ კანონით დადგენილი წესით ) , არ შეიძლება იყვნენ კერძო საკუთრების ობიექტები .
5.ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი , რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა , შინაარსი და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით „ კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის , შინაარსის და გაცემის წესის შესახებ ” , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო . ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალი , რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები , განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „ კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ ” .
6.ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე , საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ფასიანია , გარდა ამ კანონის 26- ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120



