1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს აუცილებელია იმ მოთხოვნების შესრულება , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა შენარჩუნებას .
2.ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობისათვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად , აგრეთვე სხვა იმ ქმედებებისას , რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა და საბინადრო გარემოს მდგომარეობაზე , აუცილებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა : ა ) ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნების შენარჩუნება ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ; ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების პირობების გაუარესების დაუშვებლობა ; გ ) საქართველოს კონსტიტუციის , გარემოს დაცვის კანონმდებლობის , მათ შორის ამ კანონის მოთხოვნათა , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული კვოტების დაცვა , ცხოველთა სამყაროთი რაციონალური , მდგრადი სარგებლობა და აღწარმოების უზრუნველყოფა ; დ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებისა და სასარგებლო თვისებების რაციონალური გამოყენება ; ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ფასიანი სარგებლობა ; ვ ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება , მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით ; ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება. [ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის, სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2997 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში
