საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Article 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა, განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.
3. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
