1.საქართველოს მთავრობა ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 4 1 და 4 3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
