საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Article 18. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება ან მასთან შეერთება, რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება
Consolidation №17 Verified against the current consolidation · 18 Oct 2022
საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ან მასთან შეერთებას და ძალაში შესვლის მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
