Article 20^3
1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.
2. მხილება შეიძლება ანონიმური იყოს.
3. თუ არ არსებობს მამხილებლის მიერ მისი ვინაობის გამჟღავნების წერილობით გამოხატული ნება, განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მამხილებლის ვინაობა.
4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მოთხოვნის ბრალეული დარღვევა, თუ ის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მასზე რეაგირებისთვის სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4212 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
