Article 20^10
1. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს: ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) მხილებულის პოზიციას; დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.
2. დაუშვებელია, განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა.
3. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს.
4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
