„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Article 16. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის წესი
1. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიურო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბიუროს უნდა ეცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
4. დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბიურო აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში.
