Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2.არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
3.საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, აგრეთვე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
These lawyers work in the legal area related to this article.