„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 16. ზღვრის ოდენობა
1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს. 1 1 . საჭიროების შემთხვევაში სააგენტო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს ზღვრის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით ფორმდება.
2. ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამოქმედდება მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
