1.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობა. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3936 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. თავი II დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა – დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული, ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე რიცხული თანხები,ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრობანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის; დ) დაუზღვეველი დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება; ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში; ვ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდი (შემდგომ – ფონდი) – ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, რომლებიც გამოიყენება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება; თ) ზღვარი – დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ი) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ი 1 ) მიკრობანკი – „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო; ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობა. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. თავი II დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
Describe your situation — we'll help you find the right specialist.