გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Article 22. სგშ-ის ეტაპები
სგშ-ის ეტაპებია: ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა; ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად; ვ) საზოგადოების მონაწილეობა; ზ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემა. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
