1.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.
3.დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე.
4.სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკრინინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5.სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ.
6.სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილებების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად მიღების დროს, ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.
7.სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.
8.სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
9.სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა. 2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა შეიცავდესმოიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.ეტაპზე (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითმუხლი თ გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდესმოიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე.შესახებ. 4. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო,სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტოსამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სკრინინგის განცხადებისმათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაშიშემთხვევაში, სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტისკონცეფციის/პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსავებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები მითითებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს დადა, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიშემთხვევაში, ითვალისწინებენმხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულიგანსაზღვრული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ. 6. სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილებების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურადინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარდა ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა,კრიტერიუმებისა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთი დოკუმენტის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 7. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 9. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტო,სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტოსამინისტრო ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტებისმათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაშიშემთხვევაში, სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათიაღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
The amendments this article has been through
Adjusts screening procedures for SEA.
amending act №6536562Describe your situation — we'll help you find the right specialist.