Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ექსპერტთა საბოლოო დასკვნის კომისიისთვის წარდგენიდან 30 დღის ვადაში კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
2.გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია, ბენეფიციარს განუსაზღვროს 14-დღიანი ვადა პატენტის გამოყენების ლიცენზიის გასაცემად სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოს მიერ წარდგენილ ისეთ სათანადო განმცხადებელზე, რომელსაც გააჩნია სათანადო რესურსი, მოახდინოს პატენტის ეფექტური კომერციალიზაცია. ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის გაუცემლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, თავად გასცეს ლიცენზია. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში როიალტს იღებს ბენეფიციარი. როიალტი შესაბამისობაში უნდა იყოს საბაზრო ფასთან.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენებაზე უარის თქმად.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.