1.ცენტრს უფლება აქვს, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში: ა) ზიანის განზრახ მიყენებისას; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას; ე) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას.
