საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 33^2. დამატებითი ანაზღაურება
ამ თავით გათვალისწინებული ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება არ ზღუდავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 33 3 . მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება 1. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31 1 მუხლის მე-7 პუნქტის, 31 2 მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის პროცენტი უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის იდენტური ან მასზე მეტი, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
2. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 31-ე, 31 1 , 31 2 და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოწვეულია გადახდის ოპერაციის განხორციელების პროცესში მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის/პროვაიდერების და სხვა შუამავალი პირების ქმედებით, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირებს, ხოლო ეს პირები ვალდებული არიან აუნაზღაურონ მას შესაბამისი თანხა ან/და შესაბამისი ზიანი, რომელიც პროვაიდერმა გადაიხადა იმავე მუხლებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რომელიმე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას.
