საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
Article 22. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.
