სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 63. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო − აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის. მას შეიძლება მიეცეს აგრეთვე სხვა დანამატი.
3. მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობებს, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
